3 აპრილი 2021 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა მოსწავლეთა მეოთხე სამეცნიერო ვიდეო კონფერენცია თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენციაში ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შესახებ. სესიის მონაწილეები დაჯილდოვდებიან მადლობის სიგელითა და სერტიფიკატით.