ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორ ნანა სტამბოლიშვილის 75 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ღვაწლმოსილი პროფესორის,  ნანა სტამბოლიშვილის დაბადებიდან 75 და პედაგოგიური მოღვაწეობიდან 50 წლის იუბილე აღინიშნა. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა პროფესორ ნანა სტამბოლიშვილს იუბილე მიულოცა და ხანგრძილივი და ნაყოფიერი აკადემიური საქმიანობისათვის მადლობის სიგელი გადასცა. ღვაწლმოსილ პროფესორს ასევე იუბილე მიულოცეს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანმა თეონა ბერიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და მეგობრებმა.

პროფესორი ნანა სტამბოლიშვილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია, ამჟამად მუშაობს ,,გერმანული ენის საქმიანი კომუნიკაციის ტერმინოლოგიის ლექსიკონზე. მას  უდიდესი წვლილი მიუძღვის გერმანული ენის პედაგოგებისა და სპეციალისტების მომზადებაში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა