ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მოსწავლეთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აღმოს-ავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. მოსწავლეებმა კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს შემდეგი მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, კულტურული, ენობრივი, ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ.

კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ,   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა ბერიძემ და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ემზარ მაკარაძემ.

ღონისძიების მონაწილეები  დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა