ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამეცნიერო კონფერენცია „ინტერდისციპლინარული კვლევების ახალი ჰორიზონტები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ დავით გოცირიძის 70 წლის იუბილესადმი მისღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინტერდისციპლინარული კვლევების ახალი ჰორიზონტები“ გაიხსნა. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს შვიდი უნივერსიტეტისა და ექვსი უცხოური უნივერსიტეტის ასამდე წარმომადგენელი. ლინგვისტიკის ახალი ჰორიზონტების, თარგმანის და კულტურათაშორისი კომუნიკაციის და ლიტერატურული თეორია და კომპარატივისტიკის სექციებში პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევების შედეგებს წარმოადგენენ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეებენ.

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ა.რ. რეგიონული სამეცნიერო ცენტრის ევროკავშირის საგრანტო პროექტის KEAC-BSR მხარდაჭერით (MSCA, HORIZON2020) იმართება.

ცნობილმა მეცნიერმა, პროფესორმა დავით გოცირიძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლინგვისტიკის განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი კვლევა საქართველოში, თურქეთში, ისრაელში,  საბერძნეთში, გერმანიაში და სხვ. პროფესორი დავით გოცირიძე ხუთი მონოგრაფიისა და 160 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მან დააფუძნა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „HOMO Loquens“ და უამრავი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო.

განსაკუთრებულია დავით გოცირიძის მოღვაწეობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის და სლავისტიკის დეპარტამენტებში 2004-2012 წწ. ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით. დავით გოცირიძემ დააფუძნა ტექსტის ლინგვისტიკის ქართული სკოლა  და ბევრი წარმატებული მეცნიერი მკლვევარი გაზარდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა