8 ნოემბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლბელები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის, ინეზა ცეცხლაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ჩვენთვის რთულია ინეზაზე წარსულში საუბარი, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს.