ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„9 აპრილი - ტრაგედიიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა თემაზე: „9 აპრილი - ტრაგედიიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე“. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“, სკოლა „მონპარნასის“, ბათუმის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია,  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები  და 35 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. დისკუსიას მოდერატორობას უწევდნენ ბსუ-ს პროფესორები: ჯემალ კარალიძე და ოთარ გოგოლიშვილი.

9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა