ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კოლუმბიის უნივერსიტეტში საჯარო სემინარი „ქართული ლიტერატურისა და თარგმანის ორმაგი მეტყველება“ გაიმართა

სურათი

კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ხათუნა ბერიძის საჯარო სემინარი „ქართული ლიტერატურისა და თარგმანის ორმაგი მეტყველება“ გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ბელა წიფურიასთან ერთად.  სემინარს მოდერაცია გაუწია ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვ.  იზმირლიევამ.   

 

სემინარის თემა აქტუალურია ქართული ლიტერატურისა და მისი მხატვრულ თარგმანის უახლესი პოსტკოლონიური კვლევებისათვის. ხათუნა ბერიძემ სემინარზე წარადგინა XIX-XX საუკუნეების ქართული ლიტერატურის თარგმანების კვლევითი ანგარიში, ასევე, ტიციან ტაბიძისა და ირაკლი აბაშიძის ლექსების პროფესორ ჰერბერტ მარშალის ინგლისური თარგმანები და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართული ექსპედიციის მიერ შოთა რუსთაველის ფრესკის აღმოჩენის უცნობი დეტალები, რასაც სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის 1975 წლის  საარქივო ბიულეტენებში მიაკვლია. აღმოჩენა მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისათვის.

სემინარზე ასევე წარდგენილი იყო პოეტური კრებული უკრაინის ომის თემაზე სამენოვანი თარგმანებით. 

სემინარი გაიმართა ჰარიმანის ინსტიტუტის მიწვევით.

(იხ. ბმული <https://harriman.columbia.edu/event/the-doublespeak-of-georgian-literature-and-translation-uncovered-american-georgian-relations-of-1975-and-trilingual-book-of-ukrainian-war-poetry/>)

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა