8 ნოემბერი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენელი გიგი ჭინჭარაული და ყოფილი სტიპენდიანტი ნინო დავითაძე ეწვივნენ. DAAD-ის წარმომადგენლებმა სასტიპენდიო პროგრამა (ერთთვიანი საზაფხულო კურსი გერმანიაში) ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე, ასევე მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს წარუდგინეს და მონაწილეობის პირობები გააცნეს. სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობაა გერმანული ენის ცოდნის B1 დონე. ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას DAAD-ის წარმომადგენელი უფასოდ უზრუნველყოფს.