22 ნოემბერი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორის ირინა გოშხეთელიანისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ლევან ხალვაშის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ასოცირებულმა პროფესორმა თეონა ბერიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა მათ დამსახურებას უნივერსიტეტის წინაშე და მიულოცა საიუბილეო თარიღი.
ირინა გოშხეთელიანისა და ლევან ხალვაშის ღვაწლზე ისაუბრეს პროფესორებმა მამია ფაღავამ და ნატალია სურგულაძემ. იუბილარებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს კოლეგებმა.
ბსუ-ს რექტორის მოადგილემ პროფესორმა თამარ სირაძემ ირინე გოშხეთელიანსა და ლევან ხალვაშს მიულოცა იუბილე და წარმატებული სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.