
ბსუ-ში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტური კონფერენცია „Ma Francophonie 2025“ ჩატარდა, რომელიც ფრანკოფონიის დღეებს მიეძღვნა. ღონისძიება ფრანკოფონულ ცენტრში (CEF) გაიმართა, სადაც სტუდენტებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ფრანგული კულტურისა და ცივილიზაციის შესახებ. ასევე, სტუდენტებმა, რომლებიც გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში იმყოფებოდნენ ისაუბრეს ფრანგულ უნივერსიტეტებში სტუდენტურ დაკულტურულ ცხოვრებაში უცხოელ სტუდენტთა ინტეგრირების საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები და მოსწავლეები ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ ღარიბაშვილმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში, AUF-ის სოფიას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ონლაინ რეჟიმში გააცნო სტუდენტებს ESFAM-ის (L’École de Management de la Francophonie - Sofia, Bulgarie) ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები. ღონისძიება ფრანგული ენის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
უკან |