4 მაისი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენცია ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, რექტორის მოადგილემ, გიორგი ქათამაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, თეონა ბერიძემ, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლილე თანდილავამ და კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა ემზარ მაკარაძემ გახსნეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
კონფერენციაზე ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევისის საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიის, კულტურის, ენისა და ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე. სესიის მუშაობა ორი სექციის მიმართულებით წარიმართა და მასში 35-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, კვლევითი უნარების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.
ბსუ-ს მოსწავლეთა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.