13 მაისი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ლილე თანდილავას დაბადებიდან სამოცდახუთი წელი აღინიშნა.
ბსუ-ს რექტორმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლილე თანდილავას იუბილე მულოცეს და წარმატებული სამეცნიერო და პედაგოგიური სააქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.
ლილე თანდილავა დაიბადა 1961 წლის 12 მაისს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მან პროფესიული კარიერა დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.
იგი მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიისა ავტორია. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს თურქული ენის, თურქულ-ლაზური ენობრივი ურთიერთობების კვლევა. მისი ხელმძღვანელობით არაერთმა ბაკალავრმა, მაგისტრმა და დოქტორანტმა წარმატებით განახორციელა საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც განათლების, ასევე აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარებაში. ქალბატონ ლილეს ვულოცავთ 65 წლის იუბილეს, ჯანის სიმრთელეს, მხნეობასა და წარმატებულ კვლევით-შემოქმედებით საქმიანობას ვუსურვებთ.