ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მიუნსტერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის სუზანე გიუნტნერის ვიზიტი

სურათი

ბსუ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2026 წლის 18–20 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა მიუნსტერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი სუზანე გიუნტნერი.

ვიზიტის ფარგლებში, 18 მაისს, პროფესორმა სუზანე გიუნტნერმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: სამედიცინო კომუნიკაციის ასპექტები  ონკოლოგიური კონსულტაციები ექიმებსა და პაციენტებს შორის“. ლექციას ესწრებოდნენ როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისე მედიცინის მიმართულების სტუდენტები. ლექციაზე განხილული იყო ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციის ენობრივი, ეთიკური და კულტურული ასპექტები, განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზის, მკურნალობის პროცესისა და პაციენტთან ემპათიური კომუნიკაციის კონტექსტში.

19 მაისს პროფესორმა სუზანე გიუნტნერმა  ისაუბრა ინტერკულტურული კომუნიკაციის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კულტურათაშორისი დიალოგის, ენობრივი მგრძნობელობის, კულტურული განსხვავებების გააზრებისა და აკადემიურ სივრცეში ინტერკულტურული კომპეტენციის მნიშვნელობაზე.

20 მაისს პროფესორი სუზანე გიუნტნერი შეხვდა ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს თამარ დუნდუას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, აკადემიური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებსა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარების მიმართულებებზე.

იმავე დღეს პროფესორი სუზანე გიუნტნერი გერმანული ფილოლოგიის სტუდენტებთან ერთად დაესწრო ქართული მხატვრული ფილმის ნატვრის ხე“ ჩვენებას. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც სტუდენტებმა იმსჯელეს ფილმის თემატიკაზე, კულტურულ სიმბოლიკაზე, პერსონაჟების სახეებზე და ქართული ლიტერატურულ-კინემატოგრაფიული ტრადიციის მნიშვნელობაზე. შეხვედრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ინტერკულტურული დიალოგის თვალსაზრისით, რადგან სტუდენტებმა შეძლეს ქართული კულტურული კონტექსტის განხილვა გერმანელ პროფესორთან ერთად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა