ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს მულტიმედია ცენტრმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა სალიბაურის №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ახალგაზრდები ფოტოგრაფიას სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლობენ.

უნივერსიტეტში ვიზიტის მიზანი იყო თანამედროვე მულტიმედიური გარემოს გაცნობა, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და ფოტოგრაფის პროფესიის სპეციფიკის უკეთ გაცნობა.

მულტიმედია ცენტრში  ბსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებით საბა კილაძემ სკოლის მოსწავლეებს ადგილზე გააცნო ფოტოგადაღების, განათების, კადრის დაგეგმვისა და ვიზუალური ისტორიის შექმნის პროცესი, შემდეგ კი ახალგაზრდებმა თავადაც სცადეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა