ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე დიდი და ტრადიციული დეპარტამენტია. ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტს 1935–36 წლებში გრიგოლ გიორგაძე (1893-1937) ხელმძღვანელობდა. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას დაარსებიდან 1937 წლამდე უძღვებოდა თსუ პროფესორი ვუკოლ ბერიძე.
1937 წელს გამოიყო ქართული ენის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჯერ დოც. შ. ძიძიგური. შემდეგ-ალ. ჩავლეიშვილი.კათედრაზემუშაობდნენ დოცენტები: ჯ. ნოღაიდელი, ალ. ღლონტი, კ. კაპანელი, ნ. ურუშაძე, ს. ყუბანეიშვილი, ნ. კანდელაკი, თ. ბეგიაშვილი, ი. მაისურაძე, კ. გიგინეიშვილი და სხვები.
1945 წელს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტი პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. ამ პერიოდში ქართული ენის კათედრაზე მუშაობდნენ: კონა გიგინეიშვილი (უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგე 1839–54 წლებში), დოცენტები: ჯემალ ნოღაიდელი, როგნედა ღამბაშიძე; უფროსი მასწავლებლები: შოთა ნიჟარაძე, გრიგოლ ჭყონია, ალექსანდრე მანჯგალაძე და მასწავლებელი ელენე ჯანგველაძე. ქართული ლიტერატურის კათედრაზე მოღვაწეობდნენ: დოც. ალექსანდრე ჩავლეიშვილი (კათედრის გამგე 1937–1955 წლებში), დოცენტები: სოლომონ ყუბანეიშვილი და თედო ბეგიაშვილი; უფროსი მასწავლებლები: ბიძინა ქიქოძე (1950–1957 წლებში მუშაობდა პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო დარგში), ივანე კაკაბაძე, ნელი დუმბაძე და ვაჟა აფხაზავა...
1955 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრები გაერთიანდა.1955–1962 წლებში გაერთიანებულ კათედრას სათავეში ედგა პროფ. ალ. ჩავლეიშვილი (1908–1978). მას გამოცემული აქვს მონოგრაფიები: „ილია ჭავჭავაძე ლიტერატურის თეორეტიკოსი“ (1939), „ნარკვევები მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ (1949), „ლიტერატურის თეორიის საკითხები“(1955), „ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ (1960), „ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები“ (1962), „აკაკი წერეთლის მხატვრული ოსტატობის საკითხები“ (1969), „ლიტერატურათმცოდნეობის ნარკვევები“ (1972), „ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები“ (1978). წელს გამოსცა კრებული „ანდაზები და აფორიზმები“ (1977). ალ. ჩავლეიშვილი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მწერალთა წრეს და ხელნაწერ ჟურნალ „მაჭახელას,“ არჩეული იყო თსუ და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოებისა და საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრად.
1949 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა ნელი დუმბაძე (1919-2005), ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის პირველი ქალი პროფესორი. მისი მონოგრაფიებია: ,,დავით კლდიაშვილი“(1949), ,,ლიტერატურული წერილები“ (1959), ,,ლადო ასათიანის ყმაწვილკაცობის ფურცლები“ (1974); ,,ქართული სიმბოლიზმი“ (1973), ეს უკანასკნელი მკვლევრის სადოქტორო დისერტაციას წარმოადგენდა. ნ. დუმბაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ ახალგაზრდა მწერალთა წრესა და ხელნაწერ ჟურნალ ,,მაჭახელას“.
1962–67 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ მუშაობდა დოც. ნადეჟდა (ნადია) საბაშვილი (1914-1998). ნ. საბაშვილი პარალელურად კვლევით საქმიანობას ეწეოდა ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, ხოლო 1945 წლიდან–სმა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მონაწილეობდა „ქართლის ცხოვრებისა“ და „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ფუნდამენტური გამოცემების მომზადებაში. ნ. საბაშვილის სამეცნიერო ინტერესებში შედიოდა ქართული ლექსიკოლოგიის, დიალექტოლოგიის, ტექსტოლოგიისა და მწერლის ენის პრობლემები, რომლებსაც მიუძღვნა 40–მდე სამეცნიერო ნაშრომი.
1967-1985 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას განაგებდა პროფ. შოთა ნიჟარაძე (1915-1989), რომელიც 1946 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. აღსანიშნავია შ. ნიჟარაძის გამოკვლევები: „ზემოაჭარულის თავისებურებანი“ (1960), „ქართული ენის აჭარული დიალექტი, ლექსიკა“ (1971) და „აჭარული დიალექტი“ (1975). შოთა ნიჟარაძე გახლდათ თსუ და სმა ენათმეცნიერების ინსტიტუტის სპეციალიზებული საბჭოს წევრი. თანამშრომლობდა იენის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „გეორგიკას“ (რედაქტორი პროფ. ჰაინც ფენრიხი) და საფრანგეთში გამომავალ ჟურნალ „ბედი ქართლისას“ (რედაქტორი კალისტრატე სალია) რედაქციებთან.
ემერიტუს პროფესორი მერი ცინცაძე 1965–1976 წლებში იყო დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკათა კათედრის გამგე, მ. ცინცაძემ პირველი სამეცნიერო ნაშრომი „კირნათ-მარადიდის მეტყველების თავისებურებანი“ სტუდენტობის წლებში მოამზადა. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „იოანე სინელის „სათნოებათა კიბის“ ეფთვიმე ათონელი სეული თარგმანის ენა“ (ხელმძღვანელი–აკად. ილია აბულაძე). უძღვებოდა სალექციო კურსებს ძველ ქართულ ენასა და ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში, არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის ორი მონოგრაფიაა: „სამხრული დიალექტები და ქართული სამწერლობო ენა (V-XVIII სს.)“ (1998, თანაავტორი–მ. ფაღავა); ,,ქართულად ხსნილად უბნობდი“ თბ. 2013.
ქართული ენის 1992 წლიდან 2006 წლამდე ქართული ენის კათედრის გამგე გახლდათ მამია ფაღავა, ქართული ლიტერატურისა- აზიზ ახვლედიანი, შემდეგ- ელგუჯა მაკარაძე. 2006 წელს შეიქმნა ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი, რომელსაც 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა რამაზ ხალვაში, 2013 წლიდან დღემდე დეპარტამენტის ხელმძღვანელია ნანა ცეცხლაძე.
1995 წლიდან დღემდე დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ატარებენ კომპლექსურ ექსპედიციებს (20-ზე მეტი ექსპედიცია). კვლევის პრიორიტეტია ისტორიული სამხრეთ საქართველოსა და ლაზეთის ყოფისა და კულტურის შესწავლა. 2008 წლიდან დღემდე დამუშავდა რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, კერძოდ, 1.,,შავშეთი- ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა“ დამფინანსებელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ხელ-ლი პროფ. მ. ფაღავა, მენეჯერი- პროფ. მ. ჩოხარაძე;
2. პროექტი ,,მუჰაჯირი“ -მუჰაჯირობის (გადასახლების) ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში [2012-2015 წლები] ხელმძღვანელები: პროფ. მამია ფაღავა; პროფ. ზაზა შაშიკაძე. დამფინანსებელი - აჭარის არ მთავრობა.
3. ,,კლარჯეთი - ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა“ დამფინანსებელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ხელ- ლი პროფ. მ. ფაღავა, მენეჯერი- პროფ. მ. ჩოხარაძე;
4. სარფი- ხელმძღვანელი პროფ. მალხაზ ჩოხარაძე ასოც. პროფ. ლილე თანდილავა -პროექტის მენეჯერი. გამოვიდა მონოგრაფია „სარფი.“
კვლევის შედეგები აისახა ათეულობით სამეცნიერო გამოკვლევაში, რომელთაგან რამდენიმე მონოგრაფიაა: ,,შავშეთი“ თბ. 2011 (ავტორთა ჯგუფი); მ. ფაღავა, ,,შავშური ჩანაწერები“- 2011, 2013. მ. ჩოხარაძე, ,,ხანძთა და ათორმეტ სავანეთა ძველი სალოცავები“ ბათუმი, 2015. ქართულად ითარგმნა და გამოიცა ,,ნ. მარის შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურები“ (მ. ფაღავას გამოკვლევითა და რედაქციით) ბათუმი, 2013.
სამეცნიერო პროექტების ფარგლებში მოეწყო 12 სამეცნიერო კონფერენცია და გამოიცა მასალები ბსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კრებულის 10 ტომში. ექსპედიციის მასალები შეტანილია ქართულ დიალექტოლოგიურ კორპუსში.
2012 წელს ფრანკფურტის გოეთეს სახ. უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაარსდა საზაფხულო სკოლა (ხელ-ლები: პროფ. მანანა თანდაშვილი და პროფ. რამაზ ხალვაში). 2012-2015 წლებში ჩატარდა ოთხი საზაფხულო სკოლა და საერთაშორისო ვორკშოპი კორპუსლინგვისტიკის საკითხებზე.
საზაფხულო სკოლის ბაზაზე, საქართველოში პირველად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა დიგიტალური ჰუმანიტარიის პროგრამა minor-ი, დაიწერა და გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ამ დარგში, ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად დაინერგა eLecture-ს სისტემა, E-learning-ის პროგრამა OLAT-ი და ა. შ. 2012-2015 წლების საზაფხულო სკოლაში მონაწილებდა 150-ზე მეტი სტუდენტი საქართველოსა და უცხოეთის (გერმანიის) უნივერსიტეტებიდან. ლექციებსა და ვორკშოპებს უძღვებოდნენ: პროფ. იოსტ გიპერტი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია), პროფ. მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია), დოქტ. პაულ მოირერი (ბერგენის უნივერსიტეტი, ნორვეგია), დოქტ. ზაქარია ფურცხვანიძე (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია), დოქტ. მარინე ბერიძე (თსუ, ა. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი), ასოც. პროფ. თინათინ მარგალიტაძე (თსუ), ასოც. პროფ. მაია ლომია (თსუ), ასოც. პროფ. რუსუდან გერსამია (საქართველოს უნივერსიტეტი), ასოც. პროფ. ხათუნა თავდგირიძე (რობაქიძის უნივერსიტეტი), ასოც. პროფ. ხათუნა ბერიძე (ბსუ), პროფ. რამაზ ხალვაში (ბსუ), ლელა სამუშია (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია), მანუელ რააფი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია), პროფ. გერჰარდ ჰაიერი (ლაიფციგის უნივერსიტეტი, გერმანია), პროფ. ირინა გურევიჩი (დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია), პროფ. ქრისტოფ დრაქსლერი (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, გერმანია), პროფ. ქრისტიან ქიარკოსი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია) და სხვები.
მომზადდა არაერთი ელექტრონული სალექციო კურსიდა გამოიცა სახელმძღვანელოები: 1.აკადემიური წერა მ. კიკვაძე, ნ. ცეცხლაძე, ნ. ფარტენაძე, დ. ახვლედიანი, მ. ხახუტაიშვილი I გამოცემა - 2011 წელი, II გამოცემა - 2012; III გამოცემა - 2013, IV გამოცემა- 2014; V გამოცემა - 2015 წელი. თბილისი, გამომცემლობა ,,ივერიონი;“ სტილისტიკა ნ. ცეცხლაძე, მ. ხახუტაიშვილი, თბ. გამომცემლობა ,,ივერიონი“ I გამოცემა- 2013 წელი, II გამოცემა- 2014); მ. კიკვაძე, დ. ახვლედიანი ქართული ენის კომუნიკაციური ასპექტები-ნაწილი პირველი, ბათუმი, 2013 წელი.
დეპარტამენტში გამოდის კრებული ,,ფილოლოგიური მაცნე.“ გამოცემულია I, II ტომები, თბ.2014; 2015 წ. გამომცემლობა ,,ივერიონი.“ მთავარი რედაქტორი- პროფ. რ. ხალვაში; I ტომის რედაქტორი - ასოც. პროფ. ე. მაკარაძე; II ტომისა- ასოც. პროფ. ნ. ცეცხლაძე. კრებულში განხილულია ქართული ენის, ლიტერატურის ლიტერატურათმცოდნეობის, სემიოტიკის, ფოლკლორის, პალეოგრაფიისა თუ ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის აქტუალური საკითხები.