ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა ინგლისურ ენაში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტი იწვევს ქ. ბათუმის საჯარო სკოლების IX, X, XI კლასების წარმატებულ მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის 22 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით (სამ ეტაპად).    მეცადინეობები გაგრძელდება დილის 10:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ბსუ-ის II კორპუსში.

საზაფხულო სკოლა, რომელიც ტარდება მშვიდობის კორპუსისგან მოვლინებული ინგლისური ენის მასწავლებლის, მარია ინისისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების ორგანიზატორობით, ფოკუსირებული იქნება ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამერიკის კულტურის შესახებ ცოდნის შეძენაზე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოყოფს საჭირო ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებს. აქტიური მონაწილეობისა და დასწრების შემთხვევაში, მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი ბსუ-ისა და მშვიდობის კორპუსისაგან.

ჩვენთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 11 მაისამდე მოგვაწოდოთ დაინტერესებულ მოსწავლეთა სია საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია: მობ.; ელ-ფოსტა);

ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე:
zhukagumbaridze@yahoo.com
mazmishvili.nana@yahoo.com

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოუთმენლად ელის თქვენთან შეხვედრას და უსურვებს თქვენს მოსწავლეებს სასიამოვნო და ნაყოფიერ კვირას ბსუ-ის საზაფხულო სკოლაში.
საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო კომიტეტი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა