30 ნოემბერი 2015 წელი
აბელ სურგულაძის აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა თემაზე: „ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმები და მონოფიზიტობა საქართველოში“. ახალგაზრდებმა მოხსენებები წარმოადგინეს ვახტანგ მეფის ცხოვრებაზე, მოღვაწეობაზე და მოწვეულ სტუმრებთან ერთად მის მიერ გატარებულ საეკლესიო რეფორმებზე იმსჯელეს. დისკუსია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.