18 იანვარი 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით, პოპულარული თურქი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან ფამუქის ნაწარმოების მიხედვით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ტარიკა ანუ დიდი ბრძოლა ორჰან ფამუქის „ფარული სახის“ მიხედვით“.
ლექციას უძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი თამარ ალფენიძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და თურქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები.