შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე და მის ფარგლებს გარეთ - თარგმანისა და ლიტერატურის ურთიერთრეფლექსიები

კონფერენციის შესახებ

საერთაშორისო კონფერენცია შავი ზღვის ლიტერატურა და კულტურა და მის ფარგლებს გარეთ - თარგმანისა და ლიტერატურის ურთიერთრეფლექსიებიცდილობს შეისწავლოს, თუ როგორ წარმოქმნიან ლიტერატურული და თარგმანის ტრაექტორიები ე.წ. ინტერრეფლექსიურ სისტემებს: კონფიგურაციებს, რომლებშიც თარგმანები ურთიერთქმედებენ არა მხოლოდ დედნის ტექსტებთან, არამედ სხვა თარგმანებთან, ისტორიულ წარმოსახვასთან და კოგნიტურ სქემებთან, რომლებიც ჩადებულია შავი ზღვისა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ კონკრეტულ კულტურულ კონტექსტებში.

ე. კლუზი (2011) განიხილავს პოსტსაბჭოთა კულტურას „ზღვარზე: წარმოსახვითი გეოგრაფიები და პოსტსაბჭოთა იდენტობა,“ კლუზის სტატია ცვლის იმპერიულ წარმოსახვას და შავ ზღვას წარმოაჩენს არა პერიფერიად, არამედ დინამიურ კულტურულ გეოგრაფიად.

იმპერიების, ენებისა და ცვალებადი კულტურული ჰეგემონიების გზაჯვარედინზე მდებარე შავი ზღვა წარმოადგენს თარგმანის რთულ სივრცეს. იგი ფორმირებულია ასიმეტრიული ნაკადებით, მუდმივი ენობრივი შუამავლობითა და მრავალშრიანი დამოკიდებულებებით. ამგვარად, შავი ზღვის რეგიონის ლიტერატურა, როგორც ი. ლიუცკანოვი აღნიშნავს (2024), ეროვნული ლიტერატურები დამოკიდებულნი არიან დომინანტური ენებით შუამავლობაზე, რაც სტრუქტურულ დაქვემდებარებას უწყობს ხელს. ს. ვიტი (2011: 150-151) მიუთითებს, რომ არსებობს ხარვეზები ლიტერატურული თარგმანის შესწავლის კვლევაში საბჭოთა კულტურის კონტექსტში. ეს არგუმენტი შეიძლება კარგად გავრცელდეს შავი ზღვის თარგმანის სივრცეზეც. ბ. წიფურიას ნაშრომები ხაზს უსვამს საქართველოს „შუალედურ“ პოზიციას, სადაც კულტურული ტექსტები ავლენს როგორც დაწესებულ იმპერიულ ნარატივებს, ასევე ადგილობრივ მცდელობებს, შეინარჩუნონ საკუთარი ხმა (2021).

ჰაიატე სოტომე ილია ჭავჭავაძის „მოგზაურის წერილებს“ (2019) გამორჩეულად პოსტკოლონიურ ნაშრომად მიიჩნევს, ხოლო გ. ოზთურქი (2025), წერს თარგმანისა და ძალაუფლების შესახებ საქართველოში, სადაც იკვლევს სოცრეალიზმის ზეწოლას პოსტსაბჭოთა თარგმანის ბაზარზე. ხ. ბერიძის „შავი ზღვა, სამენოვანი რეფლექსიები: ქართული და რუსული ლიტერატურა“ (2022–2023) განსაზღვრავს რომელიც ენებსა და პწკარედებს შორის „სამენოვან მდგომარეობას.“ მისი თეორიული მიდგომა აერთიანებს კოგნიტურ ლინგვისტიკას (ლაკოფი, ჯონსონი, 1989, 1999), ბურდიეს (1991) ჰაბიტუსისა და საიდის (1993) კულტურული არქივის თეორიებს. უკრაინული კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობს ლ. კოლომიეცი (2023), ავლენს თარგმანის პოლიტიკურ ანატომიას ტოტალიტარული მმართველობის დროს. ბულგარელი მკვლევრები, ბ. პენჩევი (2012), ა. კიოსევი (1995, 2004) და მ. ნიკოლჩინა (2013) - იკვლევენ, თუ როგორ გადაერთო ლიტერატურა და თარგმანი იძულებიდან ნებაყოფლობით ბაძვაზე. რუმინელი თეორეტიკოსები თარგმანს როგორც თავშესაფრად, ისე წინააღმდეგობად მიიჩნევენ. ლ. ვიანუს (1998) ნაშრომი  „თარგმანი, როგორც თავშესაფარი“ აღწერს, თუ როგორ იყენებდნენ მწერლები თარგმანს ლიტერატურის პროპაგანდისა და ცენზურისგან გადასარჩენად. მ. სასი (2018) ხელახლა განსაზღვრავს თარგმანს რუმინეთში, როგორც გერმანულ და რუმინულ ტრადიციებს შორის შიდა დიალოგს, ტრანსილვანიურ მოდელს, სადაც თარგმანი ევროპული თვითიდენტიფიკაციის საშუალებად იქცევა და არა დაქვემდებარების საშუალებად.

თურქული კვლევა, რომელსაც შ.  გურჩაღლარი და ს. პაკერი (2015) წარმოადგენენ, წინა პლანზე წამოწევს თარგმანს, როგორც სახელმწიფო დაგეგმვისა და იდეოლოგიური რეინჟინერიის ინსტრუმენტს.

ქართული ლიტერატურის გლობალური ცირკულაცია განსაკუთრებით ნათელ მაგალითს გვთავაზობს იმისა, თუ როგორ ახდენენ „მცირე ლიტერატურები“ ასიმეტრიულ თარგმანის სისტემებში ნავიგაციას და მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში ხილვადობის მოპოვებას. ამ კონტექსტში, თარგმანი არა მხოლოდ როგორც გადაცემა, არამედ როგორც კულტურული პოზიციონირების სტრატეგიული აქტი ჩნდება, სადაც თარგმანის არჩევანი განსაზღვრავს, თუ როგორ არის ეროვნული ლიტერატურა წარმოდგენილი საერთაშორისო აუდიტორიისთვის.

ა.  ნუსელოვიჩი (ნუსი) (2022) მხარს უჭერს პარამთარგმნელობით ეთიკას, რომელიც თარგმანს შემოქმედებითი დაძაბულობის სივრცედ მიიჩნევს, სადაც თარგმანი უცხოელის მიმართ სტუმართმოყვარეობის აქტი უნდა იყოს მისი განსხვავებულობის წაშლის გარეშე. ის მოუწოდებს მთარგმნელებს, მოირგონ აქტიური, კრიტიკული შემოქმედებითი შუამავლების როლი, რომლებიც ახალ ენობრივ და კულტურულ ფორმებს ქმნიან ორი კულტურის ზღვარზე.

მ. დოხტურიშვილის (2021) კვლევა  გვიჩვენებს თუ როგორ იყენებენ მწერლები ასია ჟებარი (ალჟირი), ტაჰარ ბენ ჟელუნი (მაროკო) და ანდრე მაკინი (რუსეთი) ფრანგულს კულტურული დიალოგის სალიტერატურო ენად. ამ ფონზე, საინტერესოა შავი ზღვის მწერლების სიტუაციური ანალიზი: არსებობს გადასახლებისა და კულტურული თარგმანის სხვა მოდელებიც.

რა აერთიანებს შავი ზღვის რეგიონის ლიტერატურებს თარგმანში? შექსპირის თარგმანები შავი ზღვის კულტურათა საერთო ღერძის როლს ასრულებს. შავი ზღვის კონტექსტში, შექსპირის ქმნილებები თავდაპირველად პალიმფსესტურ ფენომენად აქცია თარგმანის თარგმანებმა. ეს მასალები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, თვალყური ვადევნოთ ინტერრეფლექსიური თარგმანის პრაქტიკას, ენის დიაქრონიასა და შუალედური ენის გავლენებს.

თარგმანის კორპუსლინგვისტური კვლევების განვითარება მეთოდოლოგიურად მნიშვნელოვანია შავი ზღვის თარგმანის სივრცის სისტემურად შესასწავლად, განსაკუთრებით ასიმეტრიულ, არაპირდაპირ თარგმანთან მიმართებით. მკვლევრებს შეუძლიათ ლექსიკური არჩევანის, სტილისტური ნორმალიზაციის, პრაგმატული ცვლილებებისა და შუალედური გავლენის განმეორებადი ნიმუშების აღმოჩენა. კოგნიტური ლინგვისტიკის ინტეგრაცია საშუალებას იძლევა უფრო ღრმა ანალიზის ჩასატარებლად, თუ როგორაა აღდგენილი მნიშვნელობა თარგმანში; ეს კოგნიტური განზომილება  ბურდიეს ჰაბიტუსის კონცეფციასთან კავშირში წინა პლანზე წამოსწევს ისტორიულად და სოციალურად განპირობებულ განწყობებს, რომლებიც მთარგმნელთა არჩევანზე ახდენს გავლენას. შავი ზღვის კონტექსტში და მის ფარგლებს გარეთ, თარგმანის/მთარგმნელის ჰაბიტუსი შეიძლება ასახავდეს იდეოლოგიურ შეზღუდვებს, ინსტიტუციურ ნორმებს და მემკვიდრეობით მიღებულ ლიტერატურულ მოდელებს. კონფერენცია გვთავაზობს შავი ზღვის (და არა მხოლოდ), როგორც თარგმანის დინამიური ლაბორატორიის ხელახლა კონცეპტუალიზაციას, სადაც ტექსტები ახალი ინტერპრეტაციებით ქმნიან ახალ იდეოლოგიურ ჩარჩოებს და აწესებენ მოლაპარაკების წესებს ადგილობრივ და გლობალურ მკითხველთა შორის.

კონფერენციის ძირითადი თემებია:

  • შავი ზღვა და მის მიღმა: ლიტერატურა და კულტურა
  • შავი ზღვის ლიტერატურის თარგმანის პრაქტიკა: ემპირიული კვლევები
  • თარგმანის ინტერ-რეფლექსიურობა: შავი ზღვა და მის მიღმა
  • კულტურული იმპერიალიზმი ლიტერატურასა და თარგმანში
  • ენობრივი გადასახლება და კულტურული თარგმანი
  • ცენზურა და ლიტერატურული ურთიერთობები

წინარე კონფერენციები:

25-27 ოქტომბერი, 2018. შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (I);  - ილიას უნივერსიტეტი, საქართველო; https://blacksea.iliauni.edu.ge/en/

30 მარტი-1 აპრილი, 2020. შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (II):ხალხები და საზოგადოებები. წ. კლიმენტ ოჰრიდსკის სოფიის უნივერსიტეტი, ბულგარეთი. https://www.bas.bg/?tribe_events=25923&lang=en;

20-21 ნოემბერი, 2025. შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (III): ნანგრევები (ანტიკური და თანამედროვე) და მობილობა. კონსტანცის უნივერსიტეტი, რუმინეთი. https://sites.utexas.edu/creees/2025/06/05/cfp-the-black-sea-as-a-literary-and-cultural-space-university-of-constanta-romania/

თემატური კონფერენციები: 

5-6 ოქტომბერი, 2018. აღმოსავლეთ ევროპის მულტიკულტურული სივრცე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

https://bsu.edu.ge/sub-41/page/2-246/index.html?lang=en ; https://www.bsu.edu.ge/main/page/10932/index.html

29-30 მარტი, 2024. შავი ზღვის ხელახლა გააზრება ლიტერატურასა და ისტორიოგრაფიაში: პეროფერიული კუთხე თუ ოიკუმენე?


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა