სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ოლიმპიური ცეცხლის მიღების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა
26 მაისი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ოლიმპიური ცეცხლის მიღების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ოლიმპიური თამაშების მთავარი სიმბოლო საბერძნეთში, ათენის „პანათი-ნაიკოსის“ სტადიონზე აინთო და ბათუმის აეროპორტში სპეცთვითმფრინავით ჩამოიტანეს. ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპორტსმენებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, საპატიო ბათუმელებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ოლიმპიურმა ცეცხლმა აეროპორტის გზატკეცილი, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩები, რუსთაველის გამზირი, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩები გაიარა და პიაცას მოედანზე ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ მიიტანა.