უნივერსიტეტში ემერიტუს სერგო დუმბაძის 75 წლის იუბილე აღინიშნა
ცნობილი მეცნიერის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის სერგო დუმბაძის დაბადებიდან 75 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. ღვაწლმოსილ პროფესორს ღირსშესანიშნავი თარიღი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს და მკვლევრის ცხოვრებასა და სამეცნიერო საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრეს. მეცნიერის კვლევის სფეროს საქართველოს უახლესი პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გამოჩენილ ადამიანთა მოღვაწეობის წარმოჩენა წარმოადგენს. სერგო დუმბაძე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების ოთხტომეულის მეოთხე ტომის თანაავტორი, 500-მდე საგაზეთო წერილის, სამეცნიერო სტატიის, მოგონების, მეცნიერული რეცენზიის, 60-მდე მეცნიერული ნაშრომის და 10 მონოგრაფიის ავტორია. სერგო დუმბაძის ინიციატივით სოფელ ბაკოში სახალხო დღესასწაული ,,სელიმობა“ დაწესდა.