ლექცია თემაზე: „სიმბოლო კულტურულ ანთროპოლოგიაში“
მშვიდობის კორპუსის მოხალისემ, ბერკლის (კალიფორნია) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, კონორ ჰარტნეტმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის დოქტორანტ თამთა ხალვაშთან ერთად სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „სიმბოლო კულტურულ ანთროპოლოგიაში“. კონორ ჰარტნეტმა კულტურის ანთროპოლოგიური გაგება, სიმბოლოების ენა და მათი როლი კულტურაში პუებლოს (ინდიელთა კულტურა, აშშ) და ძველი ქართული კულტურის სიმბოლოებისა და კულტურული არტეფაქტების შედარების საფუძველზე განიხილა. ლექციის მიზანი იყო სტუდენტებისათვის გაეცნო სიმბოლოები კულტურაში, კულტურათა შორის განსხვავებანი და უნივერსალური ღირებულებები ანთროპოლოგიური პერსპექტივის თვალთახედვით. ახალგაზრდები ამერიკულ/დასავლურ ანთროპოლოგიაში გავრცელებულ კულტურის გააზრებისა და ინტერპრეტაციის თანამედროვე მიდგომებს გაეცნენ. კონორ ჰარტნეტმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხა ეკონომიკური, აგრარული და საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით