სამუშაო შეხვედრა „მოსამართლის როლი ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „მოსამართლის როლი ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში“. სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებები წარმოადგინეს ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლემ ჯეიმს რედვაინმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ. ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული 2 დეკემბერს დაიწყო და მასში  საქართველოს 15 უნივერსიტეტი მონაწილეობს. ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა