,,თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენება“

სურათიცნობილი მათემატიკოსები თანამედროვე ალგებრის სამეცნიერო კვლევის შედეგებსა და პრობლემებზე სამუშაოდ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ,,თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენება“ მეორედ შეიკრიბნენ. საერთაშორისო კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა და მონაწილეებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი მიხეილ მახარაძე, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე და დარგის წამყვანი მეცნიერები მიესალმენ. ერთკვირიანი სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც 12 ქვეყნის 60 მკვლევარი მონაწილეობს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტების (GNSF/STO8/3-383 და GNSF/STO8/3-396) ფარგლებში იმართება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ორ ტომად გამოიცემა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა