სტუდენტური სერვისების პორტალი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის იანვრიდან სტუდენტური სერვისების ახალი პორტალი - portal.bsu.edu.ge ამოქმედდება. ინოვაციურ სერვისს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ აქვს. ელექტრონული პლატფორმა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ოპერატიულად მიიღონ ინფორმაცია არსებულ სტუდენტურ პროექტებზე, დასაქმებაზე, სტაჟირებაზე, ტრენინგებზე, სემინარებზე, კონფერენციებზე, სოციალურ პროგრამებსა და კულტურულ-სპორტულ აქტივობებზე.
 
სტუდენტური პორტალის საშუალებით შეიქმნება ბსუ-ს სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა ბაზა, რომლის საშუალებით დამსაქმებელი მოკლე ვადაში დაუკავშირდება დასაქმების მსურველს და გაიზრდება დასაქმების შესაძლებლობები. 
 
ინოვაციური სერვისი გააუმჯობესებს სტუდენტთა მომსახურების ხარისხს. ახალგაზრდები მოკლე ვადაში მიიღებენ სტუდენტის ცნობას, სასწავლო ბარათსა და ყველა საჭირო დოკუმენტს. ასევე  იმუშავებს ცხელი ხაზი და სტუდენტები მნიშნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა