ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ვიზიტი თრაკიის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი იზოლდა მაჭუტაძე 1-4 სექტემბერსტრექიის უნივერსიტეტში (თურქეთი) იმყოფებოდა. მკვლევარმა ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისათვის პრეზენტაცია გამართა თემაზე: „კოლხეთის რეფუგიუმი - ჰაბიტატებისა და სახეობების მრავალფეროვნება - კონსერვაცია და გონივრული გამოყენება“. 2-4 სექტემბერს შედგა საველე გასვლები თურქეთის შავი ზღვის სანაპირო დიუნებზე ანატოლიაში, სადაც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორის უძველესი წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში შემუშავდა ერთობლივი სამეცნიერო რეკომენდაციები  დეგრადირებული დიუნების, როგორც ჰაბიტატის აღდგენის, დაცვისა და კონსერვაციის აუცილებლობის შესახებ, ვინაიდან, კოლხეთსა და ანატოლიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო საფრთხე შეექმნა სანაპირო დიუნებს და მცენარეულობას. დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების და საველე სიმპოზიუმების ჩატარება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა