ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება

განყოფილების შესახებ

კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება შეიქმნა 2014 წლის 1 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. განყოფილების შექმნას საფუძვლად  დაედო 1998 წლიდან კოლხეთის დაბლობზე სფაგნუმიან ტორფნარებზე ქართველი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და უცხოელი (გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტი) მეცნიერების მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო კვლევები. განყოფილების მიზანია, როგორც კოლხეთის დაბლობის ისე მაღალმთის ტორფნარი ჰაბიტატებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაცია მათი გონივრული გამოყენების მიზნით. განყოფილების შექმნის საფუძველი გახდა აგრეთვე კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების შესწავლის მიზნით განხორციელებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო შრომებიც, რომელიც  დაედო საფუძვლად UNESCO-ში მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაციას „კოლხეთის ტორფნარები და ტყეები“. გარდა აღნიშნულისა განყოფილება მუშაობს  მსოფლიო წითელ ნუსხაში (IUCN Red List) სახეობათა გლობალური სტატუსის მინიჭებასა და საქართ­ვე­ლოს განახლებული წითელი ნუსხის შემუშავებაში, რომელიც ხორციელდება 2020 წლიდან საქართველოს მთავრობის დავალებით.

კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება  მუშაობს შემდეგი მიმართულებით:

  • კოლხეთის, როგორც დაბლობის ისე მაღალმთის ჰაბიტატების, ფლორისა და  ფაუნის შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა;
  •   საფრთხის ქვეშ მყოფი ფლორისა და ფაუნის  სახეობების გამოვლენა და მათი ex-situ  და in-situ კონსერვაცია;
  •  ტორფნარების კვლევა მცენარეულობის, ტორფის სტრატიგრაფიის, ჰიდროლო­გიის, პალეონტოლოგური და სამედიცინო მიზნით და  მონაცემთა ბაზის შექმნა;
  •  დეგრადირებული ჰაბიტატების ბუნებრივი სახით აღდგენა და პროექტების განხორციელება;
  •  სამეცნიერო კვლევები და საპროექტო წინადადებები კოლხეთში ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მომგებიანი ჭარბწყლიან გარემოსთან შეგუებული პროექტების განხორციელების მიზნით;
  • შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზონის იხტიოფაუნისა  და ძუძუმწოვრების ბიო­მრავალ­ფეროვნების შენარჩუნება, ეკოსისტემური მიდგომისა და პასუხისმგებ­ლიანი მეთევზეობის დამკვიდრებისა და განვითარების გზით;
  • კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროექტების განხორციელების, სამაგის­ტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავების მიმართულებით.

კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოისტემების კონსერვაციის განყოფილება თანამშ­რომ­ლობს მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სამეცნიერო დაწესებულებასთან:

  • CABI ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდის საერთაშორისო ორგანიზაცია (შვეიცარია, დელემონტი);
  • გარემოს დაცვის მსოფლიო კავშირი მსოფლიო წითელი ნუსხა IUCN Red List (შვეიცარია, გლანდი);
  • UNESCO გარემოს დაცვის სამეცნიერო ორგანიზაცია (შვეიცარია , გლანდი);
  • ტორფნარების კონსერვაციის საერთაშორისო ჯგუფი (გერმანია, გრეიფსვალდი);
  • ტორფნარების გრეიფსვალდის სამეცნიერო ცენტრი (გერმანია, გრეიფსვალდი);
  • გრეიფსვალდის უნივერსიტეტი (გერმანია, გრეიფსვალდი);
  • მიხეი ზუკოვის ფონდი (გერმანია, გრეიფსვალდი);
  • ვეტლანდს ინტერნატიონალი (ნიდერლანდები, ვაჰენინგენი);
  • რამსარის კონვენცია (შვეიცარია, გლანდი);
  • მსოფლიო ბანკი;
  • გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა