ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

შეხვედრა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო რეგიონების აქტუალურ საკითხებზე

სურათი

26-28 ივნისს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარების და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელმა  იზოლდა მაჭუტაძემ მონაწილეობა მიიღო რომში  გამართულ შეხვედრაში თემაზე: „შავი ზღვის  აღმოსავლეთ  სანაპირო ზოლის რეგიონების ტყეებსა და სასოფლო-სამეურნეო  სავარგულებში გავრცელებული ინვაზიური მავნებლებისა და დაავადებების  საფრთხეების თავიდან აცილების შესახებ ტექნიკურ ექსპერტთა საერთაშორისო  სამუშაო შეხვედრა“.  ჟენევის (2015), ბრნოს (2016) და ვენის (2017) სამუშაო შეხვედრების შემდგომ ღონისძიებაზე განხილული იყო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო რეგიონების აქტუალური საკითხები.

ჟენევის, ბრნოს და ვენის შეხვედრები ეხებოდა ბზის სახეობების დაავადებს,  როგორიცაა ბზის ალურა და ბზის სოკოვანი დაავადება, ასევე, წაბლის დაავადებებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა შეხვედრების ხშირად ორგანიზების აუცილებლობა.  იტალიის აგარარული კვლევების საბჭომ  (CREA) და ევროკავშირმა დაგეგმა ტექნიკური ექსპერტების მონაწილოებით სამუშაო შეხვედრის ორგანიზება კავკასიასა და საქართველოში ამ კრიზისის მოგვარების საკითხის განხილვის მიზნით. შეხვედრის ბოლოს მომზადდა მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი მენეჯმენტები კონტროლის სტრატეგიასა და  დაავადებების თავიდან აცილებაში.

მსოფლიო წითელ ნუსხაში (IUCN) კოლხური ბზის გლობალური სტატუსით შემფასებელმა იზოლდა მაჭუტაძემ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი  რეკომენდაციები მიაწოდა FAO-ს და CREA-ს. მოკლევადიანი მენეჯმენტი მოიცავს ex-situ კონსერვაციული ღონისძიებების გაძლიერებას, მიკროკლიმატის შესწავლას, სანერგეების შექმნას,   შემორჩენილი კორომების მკაცრ კონსერვაციას, საშუალ ვადიანი - მუდმივი კონტროლის წარმოებას, კლიმატის ცვლილების რეგულაციის შემარბილებელი ღონისძიებების, როგორიცაა ტყეების ბუნებრივი სახით აღდგენა, პროექტების განხორციელებას, გარემოსდაცვითი   ცნობიერების ამაღლებას.

მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მენეჯმენტის გეგმები FAO -სა და CREA-ს მიერ ოფიციალურად დაეგზავნებათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და რომლის გათვალისწინება ქვეყნისათვის სავალდებულო  იქნება.

ევროკავშირის (EU), სურსათის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO ), მცენარეთა დაცვის და სერტიფიცირების სამეცნიერო ცენტრის (CREA-DC) ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა