ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„რელიქტური მერქნიანი მცენარეები - წარსული, აწმყო, მომავალი“

სურათი

19-20 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელმა იზოლდა მაჭუტაძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში, კორნიკში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „რელიქტური მერქნიანი მცენარეები - წარსული, აწმყო, მომავალი“. მსოფლიოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა  პროცესებმა მსოფლიო ფლორის  რელიქტური  მერქნიანი  სახეობები საფრთხის წინაშე დააყენა. აუცილებელია ბუნებრივი სახით ტყეების აღდგენა და ამ მხრივ სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების განხორციელება.  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში იგეგმება რელიქტური კოლხური ტყის აღდგენის პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების - ლაფანის, ჰართვისის მუხის და კოლხური ბზის თანამონაწილეობით. მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად. 

საერთაშორისო კონფერენციის  14 ქვეყნის (საქართველო, პოლონეთი, შვეიცარია, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, უკრაინა,  ლებანონი, კოლუმბია, აშშ, ჩინეთი, იაპონია, ვიეტნამი და ირანი) წარმომადგენლები გაეცნენ კოლხური რელიქტური ტყის პრობლემებს, აღდგენის პროექტების განხორციელების აუცილებლობას და განსაკუთრებით ჰარტვისის მუხის და ლაფანის სახეობების მენეჯმენტის გეგმის შემუშავებას. კონფერენციის მასალები  დაიბეჭდა აბსტრაქტების  სახით, რომელიც ასევე განთავსებულია ვებგვერდზე: https://www.researchgate.net/.../326040355_Relict_woody_plants_linking_the_past_pre

კონფერენცია პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის  დენდროლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა