ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ მერაბ ხალვაშს ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ირინა პილვერე, საველე კვლევებისა და ტრეინინგების დირექტორი მერაბ ქათამაძე და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის უფროსი ვოლდემარ ბარისი შეხვედნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სამომავლო გეგმების შემუშავებას. მხარეთა შეთანხმებით, განხორციელდება ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროგრამები და ჩატარდება კონფერენციები. ერაზმუს+-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ეგიდით, დაიგეგმა  პროექტის მომზადება, რომლის ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩატარდება  ტრენინგები.
უნივერსიტეტის რექტორთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი გურამ მემარნე და სამეცნიერო განყოფილებების ხელმძღვანელები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა