ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

თელავივის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ინსტიტუტში

მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალ­ფეროვნების ინსტიტუტში იმყოფებოდა თელავივის უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, მათემატიკის დოქტორი ევსეი კოზმანი. სტუმარმა 4 სექტემბერს წარმოადგინა პრეზენტაცია ბიოინფორმატიკაში- მათემატიკურ და სტატისტიკურ მეთოდებსა და კომპიუტერული პროგრამების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ სისტემებში მიმდინარე ცვლილებების  გასაზომად და გასაანალიზებლად. 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია საინტერესო საკითხებზე, მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს და სურვილი გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისათვის. 5 სექტემბერს ბატონ ევსეი კოზმანმა ინსტიტუტის ფიტოპათოლოგებს საჩუქრად გადასცა მის მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამა და გააცნო პროგრამის მუშაობის პრინციპები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა