ტრანსლაცია, როგორც პოლიტიკური ტერმინი და თარგმანის მეტაფორა. ხათუნა ბერიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 9 იანვარი, 37 აუდიტორია, 15:00 საათი
25 დეკემბერი 2017 წელი
მხატვრული თარგმანის თეორია, როგორც მეცნიერება, მოიცავს სწავლების ისეთი დარგებს, როგორიც არის პოლიტიკა და იდეოლოგია. ყოველი ნარატივი იტევს ისეთ სოციოლინგვისტურ კონცეპტს, როგორიცაა „ენობრივი პოლიტიკა“, ნარატივის მიკროსამყაროს სუბიექტური რეფლექსია SL ენაზე TL, ნაამბობი - გულისხმობს მთხრობელის სუბიექტურად შერჩეულ ფაბულასა და პერსონაჟებს, მაშასადამე, მას აქვს წარმოდგენილი სრული სურათი: კოლოსალური კომპოზიცია დასაწყისით, განვითარებითა და კულმინაციით, ჟანრობრივი ხდომილების პერიპეტიებითა და ინვარიანტებით, როგორც ერთი კულტურის ავტორისეული ვიზუალიზაცია. კომპოზიციის არსს განსაზღვრავს ავტორის იდეოლოგია. ავტორი, როგორც სუბიექტური მთხრობელი, სათანადო ჟანრულ ფორმასა და ვერბალურ და არავერბალურ (გრაფიკულ) ნიშნებს მიმართავს კომპოზიციის ასამეტყველებლად.
სრულად