სასემინარო თემა: „რამდენიმე სადავო საკითხი თანამედროვე ქართული ენის სინტაქსში“, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათელა ფარტენაძე, 20 დეკემბერი, 2017 წელი, 14:00 საათი, 43-ე აუდიტორია.
12 დეკემბერი 2017 წელი
თანამედროვე ქართული ენის სინტაქსში რამდენიმე სადავო საკითხია, ჩვენ მხოლოდ ორს შევეხებით, ესაა: ა) პრედიკატული განსაზღვრების საკითხი და ბ) -ში თანდებულიანი საწყისებისა და აბსტრაქტული სახელების სინტაქსური კვალიფიკაციის საკითხი. პრედიკატული განსაზღვრებას, როგორს წინადადების წევრს, არაერთი ენათმეცნიერი შეეხო და თავისებურად განსაზღვრა სახელობითში დასმული ვნებითი გვარის მიმღეობის სინტაქსური ფუნქცია. საუბარია ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: ბავშვი დაბნეული იყურებოდა აქეთ–იქით; ნიკო მორიდებული იდგა მამის წინ; მოხუცი ნაღვლიანი ისმენდა საუბარს; პაპა სახლში დაღონებული დაბრუნდა.
სრულად