სასემინარო თემა: ქოშკი/კოშკიანი საცხოვრებელი სახლები აჭარაში. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ჯემალ ვარშალომიძე. მიმდინარე წლის 27 დეკემბერი, 14:00 საათი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.
27 დეკემბერი 2018 წელი
თანამედროვე აჭარის, ეთნოგრაფიულ სინამდვილემდე მოღწეული საცხოვრებელი სახლები ე.წ. ქოშკის//კოშკის სახელწოდების მქონე სეგმენტით იშვიათობას წარმოადგენს. იგი მოხსენებულია ცალკეულ მკვლევართა მიერ და არსებობს ადრე შესრულებული ხუროთმოძღ-ვრულ-გრაფიკული ილუსტრაციები. თუმცა. ეთნოგრაფთა და ხალხური არქიტექტურის ზოგიერთ მკვლევართა მიერ მიჩნეულია არა ტიპიურ ნაგებობად და შესაბამისად უყურადღებოდაა დატოვებული, ამიტომაც არქიტექტორთა და მხატვართა მიერ შესრულებულ ჩანახატებთან ერთად წერილობით წყაროებში არსებული მონაცემების საფუძველზე წარმოჩენილია კულტურის ამ ფენომენის მახასიათებლები. ამასთან ერთად მხედველობაში არის მიღებული ის გარემოება, რომ აჭარის მეზობელ შავშეთ-იმერხევში დღესაც მრავლადაა საცხოვრებელი სახლები ქოშკი//კოშკით, რის შესწავლაც მომავლის გადაუდებელ ამოცანად გვესახება.
სრულად