ბსუ-ში ფუკოს ქანქარა დამზადდა
13 სექტემბერი 2019 წელი
ბსუ-ში ფუკოს ქანქარა დამზადდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში ბსუ-ს მიზნობრივი სტუდენტური პროექტის ფარგლებში ფუკოს ქანქარა დამზადდა. პროექტის ავტორია ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი ანა სურმანიძე, ხელმძღვანელები: პროფესორი ნუგზარ ღომიძე, ასოცირებული პროფესორები ლალი კალანდაძე და იზოლდა ჯაბნიძე. ბსუ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ფუკოს ქანქარა აიგო.
სრულად