CLIMAN პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა
30 მაისი 2023 წელი
CLIMAN პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა
29-30 მაისს, ნიდერლანდების ბიზნეს აკადემიაში ჩატარდა „Erasmus+“ პროგრამის პროექტის - „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვისა და ინდუსტრიული კომპონენტების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილების პრევენციისთვის” (CLIMAN) მმართველი კომიტეტის შეხვედრა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტიდან მმართველი კომიტეტის შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მენეჯერი და მკვლევარი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე და პროექტის ადმინისტრაციული პერსონალი და მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი ნანა მაზმიშვილი.
სრულად