სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საბიბილიოთეკო საქმე“ (IV დონე) პროფესიული განათლების მასწავლებელთა შესარჩევად, შემდეგი ვაკანტური სასწავლო მოდულებისთვის:
- საბიბლიოთეკო სივრცის ორგანიზება;
- საბიბლიოთეკო მომსახურება;
- ფონდის დაკომპლექტება;
- ფონდის მართვა;
- ფონდის დაცვა;
- საცნობარო-საინფორმაციო მუშაობა;
- კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები;
- საბიბლიოთეკო მარკეტინგი;
- ინტელექტუალური თავისუფლება ბიბლიოთეკებში.
ვალდებულებები:
ა) პროფესიულ სტუდენტთა შეფასების ინსტრუმენტების მომზადება, მონაწილეობა მათი ვალიდაციის პროცესში, პროფესიული სტუდენტის მიერ შესრულებული ნაშრომის შეფასება, სტუდენტისთვის შეფასების შედეგების გაცნობა და უკუკავშირი განმავითარებელი შეფასების მიზნით;
ბ) პროფესიული სტუდენტის სწავლის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა და მოდულის დასრულებისთანავე ცენტრისათვის გადაცემა;
გ) პროფესიულ სტუდენტებისთვის კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით;
დ) შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზება/ჩატარებაში მონაწილეობა (საჭიროების შემთხევაში);
ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) საკუთარი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა, მათ შორის ბსუ-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-კურსებზე და შეხვედრებზე დასწრება;
ზ) სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების თუ მართვის კოლეგიალური ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა;
თ) შესაბამისი პროფესიული სტანდარტით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების შესრულება (თუკი ასეთს ითვალისწინებს);
ი) მოდულის განხორციელების მიზნებისათვის ცენტრისა და ბსუ-ს ადმინისტრაციის მითითებების/სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულება, რაც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, შრომითი ხელშეკრულებიდან, ბსუ-ს შინაგანაწესიდან (შრომითი ხელშეკრულების ნაწილია) და ბსუ-ს სხვა რეგულაციებიდან, რომელიც განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდის ველებში (ბსუ-ს შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, ,,ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“, ,,ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შერჩევის, სამუშაო დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების გაცემის წესი“ და სხვა).
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტებმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინონ საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) საკონკურსო განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის - N2 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფერადი ფოტო (ზომა 3/4);
დ) შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების დიპლომი (ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი) ან/და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ ან/და წინმსწრები (ფორმალური, არაფორმალური მ.შ უცხოეთში მიღებული) განათლების აღიარების დოკუმენტი (ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი) ან/და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის სწავლების მიზნებისათვის ბსუ-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგში ან/და გარე პროვაიდერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები ან/და დასწრების ფურცლები (ასლი/ასლები).
კონკურსის ვადები:
- საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2024 წლის 01-05 ივლისი, 10:00 სთ-დან 17:00 საათამდე, (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15, მე-6 კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი N303);
- კონკურსის ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება/ საჭიროების შემთხვევაში საცდელი თეორიული ან პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარება, ვაკანტური საათების შესასრულებელი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად) – 2024 წლის 08-09 ივლისი (კონკურსანტთა სია და გასაუბრების (საჭიროების შემთხვევაში საცდელი თეორიული ან პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარება, შესასრულებელი დატვირთვის სახის შესაბამისად) ჩატარების დრო და ადგილი კონკურსანტებს ეცნობებათ გასაუბრების/საცდელი მეცადინეობის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 დღით ადრე;
- საკონკურსო კომისიების მიერ საკონკურსო შედეგების საჯარო გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და ცენტრის საინფორმაციო დაფის მეშვეობით არაუგვიანეს 2024 წლის 12 ივლისი.
უკან |