სასწავლო–საველე პრაქტიკაზე ხმელეთისა და წყლის ეკოსისტემებში
19 ივლისი 2017 წელი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგია minor–სა და ეკოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები გასვლით კომპლექსურ სასწავლო–საველე პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ რვა დღის განმავლობაში ხმელეთისა და წყლის ეკოსისტემებში.
ხმელეთის ეკოსისტემებში საველე პრაქტიკის ფარგლებში, ველზე უშუალო დაკვირვების გზით, სტუდენტები გაეცნენ ქვიშნარი დიუნების ღია ეკოსისტემებს, დაბლობის ჭაობის, დაჭაობებული და შერეულფოთლოვანი ტყეების ეკოსისტემებს; სამეგრელო–ზემოსვანეთის ფარგლებში ნახეს ეკოსისტემების ვერტიკალური სარტყლიანობა ფოთლოვანი, შერეული და წიწვოვანი ტყეების მაგალითზე, მესტია–თეთნულდის მიდამოებში კი – სუბალპური და ალპური ეკოსისტემები და სუბნივალური და ნივალური (ზ.დ. 3050 მ) სარტყლის თოვლით დაფარული მწვერვალები.