შეხვედრა დამსაქმებლებთან, კურსდამთავრებულებთან და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ პირებთან
19 აპრილი 2024 წელი
ბსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კლასტერში წარმოდგენილი ახალი და მოქმედი სააკრედიტაციო პროგრამების წარდგენა გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრები, ცალკეულ საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტების, ქალაქ ბათუმის მერიის, ბიზნესის სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტირი, ბიზნეს-ინკუბატორის ხელმძღვანელი, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები.