ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ქვემო სილეზიის დელეგაცია ესტუმრა

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ქვემო სილეზიის (პოლონეთი) მარშალის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსი ალექსანდრა მიროვსკა პიალუჩა, ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის კარიერული მომსახურების ცენტრის დირექტორი ალლა ვიტვიჩკა დუდეკი და ბიზნესთან თანამშრომლობის ცენტრის ხელმღვანელი ანნა ბარდაკოვა ესტუმრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პირები. მასპინძლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, ფაკულტეტის აკადემიური და სამეცნიერო აქტივობები.  მხარეებმა ისაუბრეს და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები საზაფხულო სკოლების, ერთობლივი სამეცნიერო აქტივობების და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა