ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

კომპანია „ქართული ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა ბსუ-ს სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გააცნეს

სურათი

კომპანია „ქართული ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ახალგაზრდები გაეცნენ „ქართულ ჰოლდინგში“ შემავალ ორ ქართულ და ერთ საერთაშორისო კომპანიის (საერთაშორისო გადაზიდვები, სამშენებლო კომპანია, საშუამავლო კომპანია ჩინეთ-საქართველოს შორის) ვაკანსიებს ლოგისტიკის, გაყიდვების ან/და შესყიდვების მენეჯერის პოზიციებზე, სტუდენტზე ორიენტირებული ორთვიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას. სტაჟირების შემდეგ, ქართული ჰოლდინგი თანამშრომლებს სთავაზობს განვითარებასა და წარმატებაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობას. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა