ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

სურათი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მომავალ ეკონომისტებს გამოცდილება გაუზიარა, სტუდენტობის პერიოდი გაიხსენა და პროფესიულ განვითარებაზე ესაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და რეგიონის პირველმა პირმა ახალგაზრდების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. სტუდენტები დასაქმების, სტაჟირების, საბანკო იმიტირებული სივრცის შექმნის, სახელმწიფო სტიპენდიის აღდგენისა და სპორტული სექციების დაფინანსების საკითხებით დაინტერესდნენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინიციატივით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა