ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

თანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის უმაღლეს სასწავლებელთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დელეგაცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის რამინ ცინარიძისა და  ასოცირებულ პროფესორ პაატა აროშიძის შემადგენლობით უკრაინის ქალაქ უჟგოროდის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია. ხუთდღიანი ვიზიტის მიზანი უმაღლეს სასწავლებლებს შორის  სამომავლო და სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება,  სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამები, საერთო სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა და  გამოცდილების გაზიარება  იყო.

ვიზიტის ფარგლებში, ბსუ-ს და უჟგოროდის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, დაიგეგმა ეკონომიკის ფაკულტეტთნ ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელება.
ვიზიტის დასასრულს, შედგა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დელეგაციის შეხვედრა ზაკარპატიეს საოლქო რადას თავმჯომარის მოადგილესთან ბატონ იოსიფ ბორტომთან და ქალაქ  უჟგოროდის მერთან, ბატონ ანდრეევ ბოგდანთან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა