სასემინარო თემა: ციფრული მარკეტინგი და მისი როლი ბიზნესის განვითარებაში, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გულიკო ქათამაძე, 6 მარტი, 17:00 საათი, 418 აუდიტორია
22 თებერვალი 2018 წელი
ციფრულმა მარკეტინგმა უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცხოვრებაზე, მკვეთრად შეცვალა მათი წარმოდგენა დროსა და მანძილზე. მისი მამოძრავებელი ძალაა კომერცია. კომერციული საქმიანობის წარმატება ისეთ გარემოში, როგორიც ინ¬ტერნეტია, შეიძლება მხოლოდ იმით განისაზღვროს, თუ რამდენად ითვალისწინებს ბიზნესი მომხმარებლების ინტერესებს. ამისათვის კი აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ვინ არიან ისინი,რა მოთხოვნილებები, სურვილები, ქცევის მოდელები და სხვა თვი¬სებები გააჩნიათ. ციფრული მარკეტინგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ციფრული ინფრასტრუქტურის მართვა.
სრულად