ტექნოლოგიური ფაკულტეტი, აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ნუნუ ნაკაშიძის სემინარი: " სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დაბინძურება მძიმე ლითონებით და მათი შედეგები"
17 ივლისი 2019 წელი
მძიმე ლითონები მიეკუთვნებიან ულტრა მიკროელემენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტოქსიკურობით და ზოგჯერ რადიაქტიურობითაც. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში გროვდება მძიმე ლითონები: Zn, Mn, Se, Cu, Cd, Cr, Pb, Ni, Hg და სხვ. მათგან ყველაზე ტოქსიკურია ვერცხლისწყალი, დარიშხანი, კადმიუმი და ტყვია. ამ ლითონების შენაერთები საკმაოდ მდგრადია და ტოქსიკურობას ისინი ინარჩუნებენ დიდი ხნის განმავლობაში. მცენარეში მცირე რაოდენობით შემცველობისას, მათ შეუძლიათ მოახდინონ ზრდისა და სინთეზის პროცესების სტიმულირება, რაც განპირობებულია არა ამ ელემენტების ბიოლოგიური აუცილებლობით, არამედ მომწამვლელი ნივთიერებების მიკროდოზების მოქმედებით ორგანიზმის ინტოქსიკაციის სტიმულირებით. ამიტომ, ზოგიერთი მიკროელემენტის შეტანა ნიადაგში, ძალზე პრობლემატურია, რადგან მათ ოპტიმალურ არამავნე კონცენტრაციასა და მომწამვლელ კონცენტრაციას შორის ძალზე მცირე ინტერვალი გააჩნიათ. ამიტომ, ისინი ხშირ შემთხვევაში სცდებიან ადამიანთა და ცხოველთა ჯამრთელობისათვის საშიშ ზღვარს და ძლიერ მოწამვლას იწვევენ. საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფის მთელი რიგი ელემენტები- სპილენძი, თუთია, კობალტი, მანგანუმი, რკინა მოლიბდენი და ა.შ. ფერმენტების ძირითადი შემადგენელი ნაწილები არიან და მონაწილეობენ მცენარეული ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებში. ამ ელემენტების მცირე კონცენტრაციებს სასოფლო- სამეურნეო კულტურების ქვეშ იყენებენ სასუქად, ხოლო ცხოველთა რაციონში-მინერალური კვებისათვის. მძიმე მეტალებს მათ უწოდებენ მაშინ, როცა ისინი ეკოსისტემაში მაღალი კონცენტრაციებით მოიპოვებიან.
სრულად