ქართული ავტოქთონული ვაზის ჯიშისა და მისგან წარმოებული ღვინის ქიმიური კვლევა ინსტრუმენტული მეთოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე. 15 ივლისი აუდიტორია 28
19 ივლისი 2019 წელი
საქართველოს მეღვინეობის ქვეყანაა, სხვადასხვა რეგიონის ზონებში ყურძნისა და ღვინის ხარისხობრივ მაჩვენებლებს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჯიშობრიობას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორი, ნალექების რაოდენობა და ჰაერის ტემპერატურა. ნიადაგურ – კლიმატური ფაქტორი ასახვას პოვებს, როგორც ყურძნის, ასევე მისგან დაყენებული ღვინის ქიმიურ შედგენილობაზე. ყურძნის ფენოლური ნაერთები და მათი გარდაქმნის პროდუქტები აქტიურ მონაწილეობას იღებს ღვინის ჩამოყალიბებაში. ფენოლურ ნაერთებს მრავალმხრივი ბიოლოგიური აქტიურობა გააჩნიათ, მათ შორის კარდიოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენული მოქმედება, რაც განპირობებულია მათი ანტიოქსიდანტური თვისებებით. რადგანაც ინტერესი ქართული ღვინოებისადმი სწრაფად იზრდება, შესაბამისად იზრდება ღვინის მწარმოებილი ქარხნების რაოდენობაც და ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენები, რომელიც გადამუშავებული ყურძნის 20% შეადგენს, არის ფასეული ნედლეული ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მისაღებად.
სრულად