სამეცნიერო სემინარი: "ჭკვიანი ნივთებისა სახლების განვითარების ტენდენციები". 2019 წლის, 25 ივნისი, 12 საათი, 209 აუდიტორია. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზაზა დავითაძე
6 ივნისი 2019 წელი
თანამედროვე ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სწრაფი განვითარება სულ უფრო რეალურს ხდის ჭკვიანი ნივთების, ჭკვიანი სახლებისა და ქალაქების თითქოსდა ფანტასტიკუტ იდეას. დღეისათვის უამრავი იდეაა რეალიზებული ამ მიმართულებით. მიკროპროცესორებისა და მიკროკონტროლერების მზარდმა შესძლებლობებმა იდეა ჭკვიანი ნივთები რეალურად შემოიტანა ადამიანის ცხოვრებაში და იესეთი ნივთები როგორიცაა ამაზონის „ექო“ და გუგლის „ასისტენტი“ მისღებ ფასებში უკვე მაღაზიებშია. ეს ნივთები ადამიანებს საშუალებებს აძლევენ ხმოვანი ბრძანებებით მართონ ნივთები, მიიღონ ხმოვანი და ვიდეო ინფორმაციები თითქმის ყველაფერზე: ამინდი, ტემპერატურა შინ და სხვა ქალაქებში, ინფორმაციები პრეზიდენტებზე და იმნებზე, სიტყვებისა და ფრაზების თარგმნა სხვადასხვა ენებზე. მათ შეუძლიათ მოიძიონ და გაუშვან მუსიკალური და ვიდეო ფაილები, მართონ საოჯახო ტექნიკა სიტყვიერი ბრძანებით და სხვა.
სემინარზე განხილული და დემონსტრირებული იქნება ამაზონის ჭკვიანი სახლის სამართავი გაჯეტი „ექო“. მისი შესაძლებლობები და პერსპექტივები. ამასთანავე განვიხილავთ „ექოს“ მზგავს და კონკურენტ ხესაჭყოებს.
სრულად