სასემინარო თემა "პიროვნების განვითარების ასაკობრივი ასპექტები" ასოცირებული პროფესორი შორენა ვაშაძე- 21.05.2019 წელი, 16:00 სთ. 324 აუდიტორია
5 ივნისი 2019 წელი
ასაკობრივი ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ფსიქიკის განვითარებას და ცვალებადობას
პიროვნება არის ადამიანი, ინდივიდი თავისი ღირებულებებით, იდეებით, მოსაზრებებით და მისწრაფებებით. ეს ყველაფერი პიროვნების ხასიათს, ქცევას განაპირობებს და განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში. აკაკი წერეთლის სიტყვები “მაგრამ მარტო წრთვნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა” იმ მოძველებულ კონცეფციას ეხმაურება, როცა გენეტიკა და სოციალური წარმოშობა წინასწარ განაპირობებდა ადამიანის ადგილს საზოგადოებაში, მის ღირებულებებს და მოსაზრებებს. პიროვნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი მის უშუალო სოციალურ გარემოცვას - ოჯახს, აღმზრდელებს აკისრია, თუმცა, მათთან ერთად, ინდივიდის ღირებულებების განსაზღვრას ის სოციუმიც განაპირობებს, სადაც იგი ვითარდება - სკოლა, სასწავლებელი, საზოგადოება.
სრულად