სამეცნიერო სემინარის თემა:m-წერტილოვანი არალოკალური სასაზღვრო ამოცანებისთვის ოპტიმალური მართვის ამოცანების ამოხსნის რიცხვითი ალგორითმები“, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი დავით დევაძე, 7 ივნისი,11:00 საათი, II კორპუსი, 224-ე აუდიტორია
23 მაისი 2019 წელი
პროცესების ოპტიმალური მართვის თეორიის ინტენსიური განვითარება დაფუძნებულია მის მრავალმხრივ გამოყენებებზე. პროცესების უმრავლესობა, რომელთანაც გვაქვს საქმე პრაქტიკაში, მართვადია და ამიტომაც მათი რეალიზაციისას მნიშვნელოვანია მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. საუკეთესო გადაწყვეტილების პოვნა და შესაბამისი პროგრამული ფუნქციების შექმნის საჭიროება არსებობს ყველგან. ხშირად პრაქტიკულად მნიშვნელოვანი პროცესები აღიწერებიან არალოკა-ლური სასაზღვრო პირობების მქონე კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებით. არალოკალური სასაზღვრო ამოცანები ბუნებრივი სახით მიიღებიან რეალური პროცესებისა და მოვლენების მათემატიკური მოდელების აგებისას სიმკვ-რივის თეორიიდან, დიფუზური პროცესებიდან, ქიმიური რეაქციის კინეტიკის, დრეკადობისა და გარსთა თეორიიდან და სხვა. საკმაოდ ხშირად გვხდება არა-ლოკალური სასაზღვრო ამოცანები მათემატიკური მოდელირებისას ბიოლოგიაშიც. კერძოდ, ასეთი ამოცანები მიიღება მიკრობების პოპულაციის გამრავლების პროცესების მოდელირებისას. ამიტომაც ასეთი სისტემების მართვის პრობლემების შესწავლა, რომელიმე პროგრამულ გარემოში შესაბამისი მართვის სისტემების ფუნქ-ციების შექმნა, მეტად მნიშვნელოვანია.