ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

იმიტირებული გამოცდა აბიტურიენტებისათვის

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდები გაიმართა. ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირებულ ტესტირებაში ბათუმისა და რეგიონის 400-მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. გამოცდები ჰუმანიტარული ფაკულტეტზე არსებული „არაფორმალური განათლების ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა  და ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტესტირების მიზანი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება იყო. 
„არაფორმალური განათლების ცენტრი ’’ ბსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე 2015 წელს შეიქმნა და მისი მიზანი უნივერსიტეტის როლის გაზრდა  საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საზოგადოების დაახლოებაა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა